საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
“ყველაფერი, რაც გვაკავშირებს აფხაზეთთან, განსაკუთრებით ძვირფასია! სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩვენი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა სჭირდება..." - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა უნივერსიტეტში სტუმრობისას.