საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძე, პედაგოგებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრის მოადგილემ სენაკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა და ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები მათ პირადად გააცნო.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვა, რაზეც მინისტრის მოადგილისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.