განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ სრულად რეაბილიტირებული, ქალაქ გორის მე-9 საჯარო სკოლა მოინახულა. სკოლა 780 მოსწავლეზეა გათვლილი.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, 2016-2018 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 58 საჯარო სკოლა. პარალელურად მიმდინარეობს 33 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია.