საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018), რომელიც წელს ბრატისლავასა(სლოვაკეთი) და პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარდა. ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათლით, 1500-მდე მოზარდი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“ დასვენების პარალელურად ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.
ორი ბრინჯაოს მედლითა და ერთი წამახალისებელი სიგელით დაბრუნდა მოსწავლეთა ნაკრები ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან, რომელიც 15-22 ივლისს ირანში, ქ, თეირანში გაიმართა.