საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის, ქართული ენის დარგობრივი მიმართულებების სახელმძღვანელოები გამოსცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ზოგადი განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენლებთან და განათლების მკვლევარებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
რუსთავში 230 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. სააღმზრდელო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. რუსთავის მე-10 საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთა მიერ ორგანიზებულ ბოლო ზართან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო და მათთან ერთად, ყველა მე-12 კლასელს სწავლის დასრულება მიულოცა, დასახული მიზნების ასრულება და წარმატებები უსურვა.