კავკასიის უნივერსიტეტი ფუნქციონირებას ახალ, სრულიად განახლებულ სასწავლო კორპუსში აგრძელებს. უნივერსიტეტი ინფრასტრუქტურითა და აღჭურვილობით, ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მასშტაბურია საქართველოში, აღსანიშანვია, რომ თავად შენობა, 1909 წელს არის აშენებული და აქ წლების მანძილზე მთელი კავკასიის მასშტაბით ცნობილი სასწავლო დაწესებულებები ფუნქციონირებდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მისი მოადგილეები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ახალგაზრდებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეები გააცნეს. საუბარი შეეხო, როგორც ზოგადი, ისე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
პარიზის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების უნივერსიტეტში (INALCO) წარმატებით ფუნქციონირებს ქართული ენის კათედრა. იმ მიზნით, რომ მოხდეს კათედრის შენარჩუნება და გაძლიერება, საქართველოს ინალკოს პრეზიდენტის კაბინეტის დირექტორი შარიფ ალამ შაუფი ეწვია, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდა.
საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმის გამოწვევებისა და შესაძლებლობების განხილვას განათლების პოლიტიკის ფორუმი მიეძღვნა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძემ მიიღო.