საქართველოს პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულები პროფესიული უნარების (Worldskills) მსოფლიოში ცნობილ საერთაშორისო შეჯიბრზე გაემგზავრნენ. შეჯიბრი 14 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ აბუ-დაბიში იმართება. ჩვენი სტუდენტები 77 ქვეყნის წარმომადგენლებს 7 პროფესიაში შეეჯიბრებიან - სამზარეულო და საკონდიტრო საქმე, სარესტორნო სერვისი, საპარიკმახერო საქმე, გრაფიკული დიზაინი, საინფორმაციო ქსელების გაყვანილობა და ვებდიზაინი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ფარგლებში, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“, „საუბრები პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაზე“ გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებია და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „თეგეტა მოტორსი“-სა და „m2 უძრავ ქონებას“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია “არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის დანერგვის“ პროექტის ანგარიში წარმოადგინა. პროექტის მიზანია, არაფორმალური პროფესიული განათლების დანერგვის მხარდაჭერა კერძო და სახელმწიფო პროფესიულ/საზოგადოებრივ კოლეჯებში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე დაარსებული ტექნიკური გადამზადების ცენტრი, სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსებულ ახალ პროფესიულ პროგრამებზე პირველ სტუდენტებს მიიღებს. სტუდენტები ცენტრში დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და სამრეწველო ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ, რომელიც გერმანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მიერ აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაიცემა.