2016 წლის საგაზაფხულო მიღებაზე წარმატებით მიმდინარეობს რეგისტრაცია საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“. ბოლო წლებში კერძო სექტორის აქტიურმა ჩართულობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კოლეჯში მოთხოვნადი პროგრამების დახვეწა/განვითარებასა და სწავლების პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვას. ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს შრომის ბაზარზე მოთხოვნად სასურველ პროფესიას ხელოვნების, ბიზნესის ადმინისტრირების, ინჟინერიის მიმართულებებით და დასაქმდეს.