პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტრო პარტნიორ ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, პროფესიული განათლების მასწავლებელთა მომზადებისა და პროფესიული განვითარების რეგულირების დოკუმენტზე მუშაობს. ამ პროცესში სამინისტროს დახმარებას ევროკავშირის პროექტი და გაეროს განვითარების პროგრამა უწევს.
პროფესიული მასწავლებლის განვითარების, კარიერული წინსვლის, პროფესიული საკვალიფიკაციო მოთხოვნების წესისა და ანაზღაურების მარეგულირებელი დოკუმენტის მიხედვით, პროფესიული განათლების მასწავლებელთათვის შესაძლებელი იქნება პედაგოგიური კურსის გავლა და შესაბამისად, მასწავლებელთა პედაგოგიური უნარების გაძლიერება. ასევე, მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების ღონისძიებების დაგეგვმა და განხორციელება. რეგულირების დოკუმენტს თან ახლავს რამოდენომე მნიშვნელოვანი ბრძანება, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებელთა ანაზღაურების წესი. იმისათვის, რომ პროფესიული განათლების მასწავლებელთა განვითარება დაკავშირებული იყოს მათ კარიერულ წინსვლასთან და ანაზღაურების გაუმჯობესებასთან, დოკუმენტზე მუშაობენ როგორც სასწავლებლების წარმომადგენლები, ასევე პროფკავშირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები.
პროექტის განხილვისას გათვალსიწნებული იქნა, როგორც საერთაშორისო სტანდარტები ასევე, ადგილობრივი გამოციდილება. დოკუმენტის მოქნილობისათვის და პრაქტიკაში წარმატებით დასანერგად, მნიშვნელოვანია, რომ გათავლსიწნებული იქნას ყველა შესაძლებლობა და რისკი, რომელიც პროექტის წარმატებით დანერგვისთვის იქნება საჭირო. მასწავლებელთა მაღალი კვალიფიკაცია პირდაპირკავშირშია პროფესიული განათლების ხარისხთან, სტუდენტთა მოტივაციასთან და მათ შემდგომ წარმატებასთან შრომის ბაზარზე.