პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია გერმანიაში იმყოფება. დელეგაციის წევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის ხელმძღვანელობით, ბავარიის განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების სამინისტროში სახელმწიფო მდივანს გეორგ აიზენრაიხს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ განხილული იქნა პროფესიული განათლების მხარდაჭერისა და განვითარების მიზნობრივი პროგრამა.