საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ხელმძღვანელობით, განათლებისა და ტექნოლოგიების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
დისტანციური სწავლების მეთოდების გამოყენებაზე, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი” და კომპანიის „ჯორჯიან მანგანეზი“ ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რუსთავში, ზესტაფონსა და ჭიათურაში 9 თვე მიმდინარეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ -ამერიკულმა საინჟინრო-მხაზველობითმა კომპანიამ „ესკად ჯორჯია“ და საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ინფორმაციული ტექნოლოგიების" აკადემიამ ერთობლივად განახორციელეს საინჟინრო-მხაზველობითი პროგრამის „AutoCAD“ და ხაზვის ტრენინგ-კურსი, რომლის დასრულების შემდეგ 12 სტუდენტიდან 8 თავად კომპანიაში დასაქმდა. მოკლევადიანი კურსის წარმატებით დასრულებისთვის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.