2015 წელს განხორციელდა 52 მოდულური პროგრამისა და მათში შემავალი 748 სავალდებულო პროფესიული მოდულის დანერგვის ღონისძიებები. 2015 წლის საშემოდგომო მიღებაზე 32-მა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ (მათ შორის 10 უმაღლესმა საგანმანთლებლო დაწესებულებამ) შემოიტანა განაცხადი 52 დასახელების 122 პროგრამაზე. მოდულური საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდა და ტესტირება გაიარა 2873 აპლიკანტმა, საშემოდგომო მიღებისას სახელმწიფო დაწესებულებებში ჩაირიცხა 1154 სტუდენტი, ხოლო კერძოში - 109 სტუდენტი.
ყველა დამტკიცებული სტანდარტი, პროგრამის ჩარჩო და მოდული განთავსდა ერთიან ელექტრონულ რეესტრში, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.vet.ge.
2015 წლის განმავლობაში „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამამ“ მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლებისთვის საგანმანათლებლო რესურსების შექმნის კუთხითაც დიდი სამუშაო გასწია. ამ დრომდე პროფესიული განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური საკითხი იყო სასწავლო სახელმძღვანელოები. როგრამის ფარგლებში შემუშავდა 54 პროფესიული მოდულური პროგრამის (400-ზე მეტი პროფესიული მოდულის) და 5 ზოგადი მოდულის განხორციელების პროცესის სასწავლო მასალა. ყველა დასრულებული სახელმძღვანელო და გზამკვლევი გამოქვეყნებულია და ხელმისავდომია ვებგვერდზე www.vet.ge.
ღონისძიებაზე მოწვეულმა დონორი ორგანიზაციების, დამსაქმებლების, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ფასილიტატორებმა და ექსპერტებმა პროგრამის მიმდინარეობა შეაფასეს.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის
სპეციალისტები და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების ბოლოს 2015 წელს მოდულური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვაში ჩართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს მადლობის სიგელები
საზეიმოდ გადაეცათ.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის „პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამა“ 2013 წლიდან მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოში „პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიით“ გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმის განხორციელებას. რეფორმის მიზანია ეკონომიკური განვითარებისა და პიროვნული კარიერული ზრდის ხელშეწყობა შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებითა და მოქნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის გზით.