საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში Job Fest მონაწილეობა მიიღო. სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს სამინისტროს წარმომაგენლებმა, უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები გააცნეს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.
Job Fest - ახალი შესაძლებლობაა ახალგაზრდების დასაქმებისთვის. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებმა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. პირველად, ამ სეგმენტისთვის 80-მდე დამსაქმებელმა (სახელმწიფო და კერძო სექტორი) 900 -ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. ფესტივალი მიზნად ისახავს: დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დაკავშირებას. სპეციალურად, Job Fest - ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე www.worknet.gov.ge-ზე შეიქმნა ახალი სოფტი, რომლის მისამართია www.jobfest.ge. რეგისტრაციის პროცესი 14 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს 24.00 სთ–ზე დასრულდა. რეგისტრაცია 2300-მდე სამუშაოს მაძიებელმა ახალგაზრდამ გაიარა. Job Fest - ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსდა www.studentjob.ge -ზე, სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ წინასწარ გაცნობოდნენ ვაკანსიებს, რომ ფესტივალზე გამარტივებოდათ, უკვე შერჩეულ კომპანიებთან დაკავშირება და გასაუბრება.
ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით გაიმართა.