სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება/გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ, WorkNet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული შედუღების ათი სპეციალისტი, დროებით პოლონეთში დასაქმდება.
საცდელი პროექტი - „საქართველოს სამუშაო ძალის დროებითი შრომითი მიგრაციის პილოტირება პოლონეთსა და ესტონეთში“ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პარალელურად, ფასდება საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, სირთულეები და რისკები ფასდება, რაც სახელმწიფოს მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელის შემუშავებაში დაეხმარება.
მიმდინარეობს მუშაობა ისრაელთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესახებ ხელშეკრულებების გასაფორმებლად. ამ მიმართულებით, აქტიურად განიხილება ავსტრიასთან, რუმინეთთან, საბერძნეთთან და კატარის რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გზები.