პროფესიული კოლეჯების თანამშრომელთა კომპეტენციის გაძლიერების მიზნით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, ტრენინგ-კურსი ჩაატარა. ტრენინგის თემას, რომელიც პროფესიული კოლეჯების საჭიროებებიდან გამომდინარე შეირჩა, პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევა წარმოადგენდა. ტრენინგ-კურსის დასრულების შემდეგ, პროფესიული კოლეჯები კურსდამთავრებულთა კვლევის განხორციელებას და სასწავლო პროგრამების შედეგიანობისა თუ ხარისხის განსაზღვრას თავად შეძლებენ.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ კურსდამთავრებულთა კვლევის მეთოდოლოგიას, კვლევის სპეციფიკას და საერთაშორისო პრაქტიკას გაეცნენ. გარდა ამისა, კოლეჯების წარმომადგენლებმა ერთმანეთს კურსდამთავრებულთა კვლევის მიმართულებით საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
ტრენინგში 14 პროფესიული კოლეჯი ჩაერთო, მონაწილეობის შესაძლებლობა, კი საქართველოს მასშტაბით პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ყველა სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას ჰქონდა. ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) პარტნიორობით ხორციელდება.