საზოგადოებრივ კოლეჯში „მერმისი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე პროფესიული განათლების მიღების მსურველებს საშუალება ჰქონდათ პროფესიული პროგრამების, რეგისტრაციის, პროფესიული ტესტირების, დაფინანსების მოპოვებისა და სხვა საინტერესო დეტალების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.
მოწვეულმა სტუმრებმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები შეაფასეს. ასევე, წარმატებული კურსდამთავრებულების მიერ შესრულებულ მასტერკლასებს დაესწრნენ და შემდგომი დასაქმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში „სტილისტის“ პროფესიაზე 2014 წლის WorldSkills Georgia-ს რიგით მეორე ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულმა სტუმებისთვის სხვადასხვა ვარცხნილობები გააკეთა. „მემინანქრისა“ და „ტყავის აქსესუარების“ სპეციალობის კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა ნამუშევრები შექმნეს. ასევე, „კონდიტერის“ პროფესიაზე ესტონეთის პარტნიორი სკოლის „იდა-ვირუმას გადამზადების ცენტრის“ პედაგოგმა დიმიტრი ფილიპოვმა და კურსდამთავრებულებმა სხვადასხვა ნამცხვრების და ტორტების გაფორმების დემონსტრირება მოახდინეს.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ესწრებოდა.