საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებების წარმომადგენლებთან, დირექტორებსა და ხარისხის მენეჯერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს, მონაწილეებისთვის სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების პროცესესში დაგროვილი გამოცდილების და მონიტორინგის შედეგების გაცნობა წარმოადგენდა.
მოგეხსენებათ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური მიდგომით სწავლების მასშტაბების გაზრდა. შესაბამისად, პროცესში ჩართულ პარტნიორების UNDP და GIZ დამარებით დაიგეგმა შეხვედრების ციკლი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ევროპული სისტემების მიმოხილვა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების კუთხით. გაზიარებულ იქნა საქართველოში პროცესის პილოტირებისას გამოკვეთილი ძლიერი და სუსტი მხარეები. დირექტორებმა პრატიკული შემთხვევების განხილვის შედეგად მიიღეს გამოცდილება პროგმარების დუალურად გარდაქმნის სპეციფიკის შესახებ. დაიგეგმა სამუშაოზე დაფუძნებული-დუალური პროგრამების მასშტაბის ეტაპობრივი ზრდა იმ მიმართულებებში, სადაც კერძო სექტორი უფრო მძლავრად არის წარმოდგენილი და მეტია პროცესში ჩართულობის მზაობა.