ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის რეგიონული ჰაბი გაიხსნება. ამ საკითზე წარიმართა საუბარი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ევროპის აკადემიის პრეზიდენტთან, ზირდ კლოტინკისთან, ევროპის კვლევების საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ევა კონდოროშთან და ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორ, ალექს ვეხრაცკისთან შეხვედრაზე.
სამეცნიერო ჰაბის მიზანი კავკასიის რეგიონში მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობაა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, თსუ-სა და ევროპის აკადემიას შორის თანამშრომლობა იქნება ნიშანი აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებებისთვის, გააფართოვონ ევროპის აკადემიური საზოგადოების როლი ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში და განავითარონ ევროპული კვლევითი სივრცე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებული ჰაბი საქართველოს გარდა დაფარავს ასევე სომხეთს და აზერბაიჯანს, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა კავკასიის რეგიონში.