ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს კიდევ ორი სკოლა შეემატა. ამჯერად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პარლამენტარებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონში ქალაქის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები გახსნა, სადაც 2000-მდე მოსწავლე სრულად განახლებულ და თანამედროვედ აღჭურვილ გარემოში აგრძელებს სწავლას.
ამერიკის მთავრობის დაფინანსებით, 2015 წლიდან დღემდე, სრული რეაბილიტაცია 69 საჯარო სკოლას ჩაუტარდა იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში და აჭარაში. მიმდინარეობს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია აჭარის, დასავლეთ საქართველოს და კახეთის რამდენიმე სკოლაში, რომელიც 2019 წლის ივლისამდე დასრულდება. „პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.