23 აპრილს, დილის 9 საათიდან, საქართველოს მასშტაბით არსებულ საგამოცდო ცენტრებში პროფესიული განათლების მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ ნებისმიერი ასაკის დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სრული სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით.