ვაბარებ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, როდემდე შემიძლია ვცვალო პროგრამების ჩამონათვალი?
საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის, წაშლისა და დამატების საშუალება დაახლოებით აგვისტოს შუა რიცხვებამდე გექნებათ. ეს პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.
სად ავიღო საგამოცდო ბარათი?
აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, პროგრამებს, ნახულობს შედეგებს) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.
პირადაობა ვადაგასულია და როგორ დავრეგისტრირდე?
რეგისტრაციის დროს პრობლემები არ შეგექმნებათ, რადგან მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანა გიწევთ, რომელიც არ იცვლება.
წელს გამოცდები ელექტრნულადაა?
ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.
სკოლა დავამთავრე რამდენიმე წლის წინ და რა დამატებითი საბუთი მჭირდება?
თუ თქვენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეთ 2011 წლამდე, ვალდებული ხართ 2017 წლის 20 ივნისამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
რუსული სკოლა დავამთავრე და უცხო ენად რუსული შემიძლია ჩავაბარო?
რუსულის უცხოურ ენად არჩევის უფლება აქვთ იმ აბიტურიენტებსაც, რომელთა სკოლაში სწავლების ენა იყო რუსული.
შეუძლია თუ არა აბიტურიენტს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება ქართულის გარდა სხვა ენაზე?
• აბიტურიენტს უფლება აქვს ისტორიის, მათემატიკის, ქიმიისმ გეოგრაფიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, სამოქალაქო განათლების გამოცდა ჩააბაროს რუსულ ენაზე.
• ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია რუსულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ, ოსურ და აფხაზურ ენებზე;
• აბიტურიენტს, რომლის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლება აღიარებული იქნება, უფლება აქვს ქართული ენისა და ლიტერატურის ნაცვლად ჩააბაროს აფხაზური ენა. ამ შემთხვევაში აბიტურიენტმა განცხადებით უნდა მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2016 წლის პირველ მაისამდე.
რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი სახელოვნებო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?
სახელოვნებო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა, სანამ ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებენ, უნდა გაიარონ შესაბამისი კონკურსი (შემოქმედებითი ან სპორტული ტური, რომლისთვისაც რეგისტრირდებიან უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში) და ჩააბარონ: ა) 3 სავალდებულო გამოცდა (ქართული ენა და ლიტერატურა, ზოგადი უნარები, უცხოური ენა), თუ სასწავლებელმა (საგანმანათლებლო პროგრამამ) მიუთითა მეოთხე, არჩევითი გამოცდა, აბიტურიენტები ამ გამოცდასაც ჩააბარებენ; თუ სასწავლებელმა მიუთითა 3 სავალდებულო გამოცდა, მაგრამ აბიტურიენტს სურს ერთიანი ეროვნული გამოცდებით გრანტის მოპოვება, მას შეუძლია ჩააბაროს ნებისმიერი არჩევითი გამოცდა და მონაწილეობა მიიღოს შესაბამის კონკურსში.
რამდენი გამოცდის ჩაბარებაა აუცილებელი მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად?
მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მსურველებმა რეგისტრაციის გავლის შემდეგ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა. დანარჩენ გამოცდებს აბიტურიენტი აბარებს უშუალოდ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
სახელმწიფო სასწავლო გრანტი არ გაიცემა:
• იმ პირებზე, რომლებიც არააკრედიტებულ პროგრამებზე ჩაირიცხებიან;
• იმ პირებზე, რომლებსაც სახელმწიფო სასწავლო გრანტი ერთხელ მიღებული აქვთ ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის,(ქართულ ენაში მომზადების) საგანმანათლებლო პროგრამაზე;
თუ ვაბარებ 5 საგანს, რა პრივილეგია მაქვს და რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ერთ-ერთ არჩევით საგანში ჩავიჭერი?
თუ თქვენ ჩააბარებთ 5 და მეტ საგანს, ჩარიცხვებშიც და საგრანტო კონკურში მონაწილობას მიიღებთ იმ საგნის შეფასებით რომელშიც უკეთესი ქულა გექნებათ. (თუ ხუთივე ბარდება თქვენს მიერ არჩეულ პროგრამაზე) გარდა ამისა, უფრო მეტ არჩევანს გააკეთებთ პროგრამების ჩამონათვალში, ანუ ფაკულტეტების არჩევისა და ცვლის მეტი თავისუფლება გექნებათ. მაგრამ, თუ რომელიმე არჩევით საგანში ვერ გადალახეთ ზღვარი ან არ გახვედით გამოცდაზე, გრანტის მოპოვების შესაძლებლობას დაკარგავთ.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე ბარიერი რამდენია?
ბარიერი არ არსებობს. მაქსიმალური ქულაა 43. დგება რეიტინგულია სია, რომლის მიხედვითაც გაიცემა გრანტი თანხის ამოწურვამდე. შარშან გრანტი გაიუმჯობესა დაახლოებით 150-მდე სტუდენტმა.
სად გაიხსნება საგამოცდო ცენტრები?
2017 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავში, ხულოში.
რა უნდა იქონიოს თან აბიტურიენტმა გამოცდაზე გამოცხადებისას?
საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
როგორ მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი?
აბიტურიენტი ცხადდება ბარათზე მითითებულ საგამოცდო ცენტრში მითითებულ დროს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს შესაბამის სექტორში. აბიტურიენტი მიიღებს პასუხების ფურცელს და ფურცელს შავი სამუშაოსათვის, ასევე გამოცდით 13 გათვალისწინებულ დამხმარე მასალას (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი; განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს). სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი! ყველა საგამოცდო სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა, ჩაიწერება მთელი საგამოცდო პროცესი და შეიქმნება ვიდეოარქივი; საგამოცდო დროის ამოწურვის ან აბიტურიენტის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში დამკვირვებელი ამოწმებს აბიტურიენტის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აბიტურიენტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს; საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.